11 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი და ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტშიც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები. 

დღის ამბები