03 მაისი 2024,   14:30
ვრცლად
მოვიდნენ ბატონი ნარმანია ან კალაძე და სცადონ 60 თეთრად გამოკვება ამ სასადილოში - ზალიკო უდუმაშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მორიგი ინიციატივა გააჟღერა. უფასო სასადილოებს ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე გაეზრდებათ და სადილის პროდუქტების ხარისხს ყურადღება მიექცევა.

ზალიკო უდუმაშვილი დღეს ლილოს დასახლებაში მდებარე უფასო სასადილოში იმყოფებოდა და იქ მყოფ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი უფასო სასადილოების მუშაობის პროცესში კორუფციას ხედავს.

„ერთხელ მაინც მოვიდნენ ბატონი ნარმანია ან კალაძე და სცადონ 60 თეთრად გამოკვება ამ სასადილოში. 60 თეთრად, იმიტომ, რომ რეალურად, იმ 1.18 ლარიდან გადასახდელია დღგ, პერსონალის ხელფასი, დისტრიბუციის თანხა და საკვებისთვის რჩება 6 თეთრი და ეს 60 თეთრიც ხელისუფლებამ გახადა კორუფციის წყაროდ, იმიტომ, რომ თბილისში დარეგისტრირებულია 39 ათასი ბენეფიციარი უფასო სასადილოში და რეალურად დადის ამის ნახევარი,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები