11 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ელის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ოპოზიციისგან წინადადებებს წერილობითი სახით ელოდება. ურთიერთობის ეს ფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ღიმილის მომგვრელია.

ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვისაც. ოპოზიციური პარტიები პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროპორციული სისტემა, მანდატების გადანაწილება და პრეზიდენტის არჩევის წესი, დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

უმრავლესობასთან შეხვედრისას გაჟღერებული ერთიანი პოზიცია არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის მნიშვნელოვანია.

უმრავლესობაში გადაწყვეტილება ოპონენტების მოთხოვნაზე ჯერ არ მიუღიათ. შიდა კონსულტაციებს მმართველი გუნდი რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების დასრულებას ელის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარასკევს გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მმართველი გუნდის შიდა კონსულტაციები და როდის ჩაინიშნება შეხვედრის მეორე რაუნდი.

დღის ამბები