02 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
ჯერ ხანძარს ვაქრობთ - მთავრობის წევრები გვარამიასა და ბოკერიას სუს-ში დაბარებაზე

ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას სუს-ში დაბარებას მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრს არა აქვს პასუხი შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ რატომ დაიბარეს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მისი ჩანაწერები კი კვლავ რეაგირების გარეშეა დარჩენილი.  

„მე ჯერ ხანძარს ვაქრობ. მაგაზე მერე გაგცემთ პასუხს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რეგიონული განვითარების მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ამბობს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობით არის დაკავებული და ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას სუს-ში დაბარების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის, განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისად მოქმედებენ.

„საგამოძიებო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიბარებენ იმათ, ვინც უნდა დაიბარონ. დაუსვამენ იმ კითხვებს, რაც უნდა დაუსვან. ალბათ, საგამოძიებო ორგანოები ამ კითხვაზე პასუხს ჩვენზე უკეთესად გასცემენ. ნამდვილად არა მაქვს განცდა, რომ აქ შერჩევა ხდებოდეს. როგორც წესი, როგორც კი კითხვა გაჩნდება ხოლმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ, მაშინვე ასეთი სიგნალი ჩნდება, რომ შერჩევითი სამართალია. როგორ, კითხვა აღარ დასვან საგამოძიებო ორგანოებმა? თუ კითხვას ლეგიტიმური, სამართლებრივი საფუძველი არსებობს, პირიქით, დიახაც უნდა დაისვას, აბა როგორ!“ -  განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.  

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები