02 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
ვიღაცამ ამ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის თემაზე

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის თემას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ამ პროცესმა ქვეყნის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა, რაზეც კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„ამ პროცესში დაიხარჯა ძალიან ბევრი ადამიანების დროს. წელიწადნახევარზე მეტია, ჩვენ ვერ შევარჩიეთ კვალიფიციური იურისტი. დაიხარჯა ძალიან ბევრი რესურსი, ზიანი მიადგა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ, თუ ეს ქვეყანა სახელმწიფოა, ვიღაცამ ამ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები