03 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული - პრემიერმინისტრი ბორჯომის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე

„შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული,“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი ბორჯომის ხეობაში არსებულ მდგომარეობას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომდევნო დღეებშიც ელოდებიან ცალკეული წერტილოვანი კერების გამოვლინებას, თუმცა, ამისთვის მზადყოფნაში არიან სამაშველო სამსახურები.

„საღამოს პირადად შემოვიარე, მინისტრებთან ერთად, ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ შტაბი გააგრძელებს მომდევნო დღეების განმავლობაში მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები იქნას ოპერატიულად ჩამქრალი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლების მიმართ დიდი კრიტიკა იყო. თუმცა, პრემიერმა დაამატა, რომ „ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა".

ხვალ დილიდან დარჩენილი კერების ჩაქრობას 2500 ქვეითი პირი გააგრძელებს. აქ იქნებიან აზერბაიჯანელი და ქართველი მაშველებიც.

ხვალ დილის 06:30 საათიდან შვეულმფრენებიც გააგრძელებენ სამუშაოებს. ადგილზე რჩება საველე საბჭოს წარმომადგენლებიც.

თუმცა, დღეს პრემიერმინისტრმა საბჭო დატოვა და თბილისში დაბრუნდა, რადგან თვლის, რომ ამ დროისთვის სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება. 

დღის ამბები