03 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
ყარაჯალაში სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სოფელ ყარაჯალაში ადამიანის სახალხოდ წამებისა და მასზე სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებული სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ რუსთავის სასამართლომ მიიღო. პროკურატურა სამივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, ხმაურიანი სხდომა პროკურატურის მოთხოვნით ხმაურიანი დაიხურა.

პროკურორის თქმით, საქმეში ათეულობით მოწმის ჩვენება დევს, ამოღებულია მობილური ტელეფონები, რითაც დანაშაულს ბრალდებულები თავად იღებდნენ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში დევს 2 ბრალდებულის ჩვენება, რომლებმაც დანაშაული, ნაწილობრივ, აღიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ჩანს, რომელსაც სცემენ და შემდეგ სექსუალურად ძალადობენ, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ვიდეოჩანაწერითაც კი წამება და ძალადობა არ დგინდება.

რუსთავი2-თვის ცნობილი გახდა ასევე, რომ მამაკაცი, რომელმაც 42 წლის თანასოფლელზე სექსუალური ძალადობა განახორციელა, ქვეყნიდან გაიქცა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები