06 მაისი 2024,   16:04
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ ჭიათურაში მერობის კანდიდატად თენგიზ სამხარაძე წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ჭიათურაში მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიამ კანდიდატად თენგიზ სამხარაძე დაასახელა. წარდგენაზე შეკრებილ აქტივისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, გააცნო.

პარტიის ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, თანხა კი მთლიანად პენსიის ზრდას მოხმარდება.

„ჭიათურაში, რომელსაც შეუძლია უზარმაზარ როლს ასრულებდეს საქართველოს ეკონომიკაში, მისი რესურსებიდან და მონაცემებიდან გამომდინარე, არის ძალიან მძიმე ვითარება და არა თუ საქართველოს ეკონომიკა, საკუთარ თავს ვერ ინახავს რაიონი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები