06 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე, დაკავებულია

„კურიერის“ ინფორმაციით მერიის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანია დაკავებული. არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ძაგნიძეს, გამოძიება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება.

ის გუშინ დააკავეს და როგორც ირკვევა, მასთან ერთად, მერიის არქიტექტურის სამსახურთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, დიმიტრი მოსულიშვილი, აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაშემწის დაკავების შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ასევე დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ლევან ძაგნიძის მეუღლეს, ხატია ძიძიკაშვილს.

ლევან ძაგნიძე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ამ საკითხზე კომენტარი საკრებულოშიც გააკეთეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას მერად ყოფნის პერიოდში უწყება კორუფციული გარიგებების ბუდედ გადაიქცა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა ერთიანია.

დღის ამბები