06 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი მოსამართლის ძმის მიწის ნაკვეთი, ცესკო-მ საარჩევნო ოლქის საზღვრებში შეიტანა

„რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმის კუთვნილი 5 ათასი კვადრატული მეტრი ცესკომ ვაკის ერთ-ერთი ოლქის საზღვრებში შეიტანა. მიწის ეს მონაკვეთი კი დაუსახლებელია, რომელიც ცესკო-მ საარჩევნო ოლქის საზღვრებში შეიყვანა. 

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ასეთი დაუსახლებელი ტერიტორიების გამოყენებას ცესკო არჩევნების გასაყალბებლად გეგმავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ყალბი ამომრჩევლების დიდი რაოდენობა ოქტომბერში სწორედ ამ ტერიტორიაზე მიაწეროს.

მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმას დედაქალაქის მერიამ რამდენიმე ათას კვადრატული მეტრის ტერიტორია იქამდე დაურეგისტრირა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს განმარტება აღარ გაუკეთებიათ. ადმინისტრაციაში განაცხდეს, რომ ცესკო გუშინდელ პოზიციას არ იცვლის და დარწმუნებულები არიან, რომ მათ საიტზე რეგისტრირებული მისამართები და კორპუსები ნამდვილად არსებობს.

საარჩევნო ოლქების საზღვრებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ არ საუბრობს საკრებულოს მმართველი გუნდი. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა კანონიერი იყო.

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მისამართები, საიდანაც 67 თბილისში არ არსებობს. 

დღის ამბები