26 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
აშშ-ს ახალი შტორმი, სახელად "ირმა", უახლოვდება

ქარიშხალ ჰარვის შემდეგ ამერიკის სამხრეთ სანაპიროს კიდევ ერთი შტორმი, სახელად ირმა, ემუქრება. სინოპტიკოსების პროგნოზით ის წყნარი ოკეანის თავზე ყალიბდება და თანდათან ძლიერდება.

ირმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჯერ კარიბის კუნძულებს, შემდეგ კი შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს მიუახლოვდება.

ჰარვიმ კი ტენესის თავზე გადაინაცვლა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა დასახლებები, ქარმა კი ხეები წააქცია.

ბოლო მონაცემით ტეხასში ჰარვიმ 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

დღის ამბები