11 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში 27-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

პოლონეთში დღეს რიგით 27-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. ქალაქი კრინიცა-ზდრუი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ფორუმის მონაწილეებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა. აქცენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზე.

ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი მის პოლონელ კოლეგასაც შეხვდება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საპრეზიდენტო პანელის პარალელურად, გვქონდეს ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან, სადაც განხილულ იქნება საქართველოს და პოლონეთის მომავალი თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები,“ - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები