26 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუკიკიოს მიმართვას უგზავნის

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს, დღეს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში კონსენსუსის არარსებობაზე საქართველოს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.

წერილში ქართულ ოცნებას, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საარჩევნო სისტემის შეცვლასა და დიალოგზე უარის თქმაში ადანაშაულებენ.

"ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი.

"ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა სრულად ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.
საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მადლობას ვუხდით ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას კვლავ მრავალგზის შეუწყობს ხელს დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ - ნათქვამია წერილში.

ამავე თემაზე
დღის ამბები