28 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობიდან" ქუთაისში მერობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

ქუთაისში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერობის კანდიდატად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. მანამდე კი ქუთაისელებს სიტყვით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა.

”ძლიერი და წარუმატებელი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი და წარმატებული საქართველო. განვითარების გზა, გადაჭარბების გარეშე გადის ქუთაისზე, სწორედ ამიტომ ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას თითოეული ქუთაისელის წინაშე. ქუთაისს სჭირდება მაშტაბური პოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობაში, სჭირდება ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, წინ რთული საარჩევნო კამპანია იქნება, რადგან ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება. 

“ქუთაისი არის ყველა ქართველის სიამაყე. ქუთაისზე ზრუნვა არის ყოველი ჩვენთაგანის ვალდებულება. ეს არ იქნება მარტივი საარჩევნო კამპანია, ჩვენ მოწინააღმდეგეს აქვს შეუზღუდავი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი და ღია და ფარული სატელიტების მთელი ჯოგი. მათი მოქმედებები არჩევნებამდე ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას აქვს გაყალბების სურვილი და მზადყოფნა. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ გავაყალბებინებთ და არ მოვაპარინებთ არცერთ ხმას. ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, პატიოსნება, ერთმანეთის ერთგულება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

   

დღის ამბები