26 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
უკრაინის მოქალაქის ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არავის აქვს - ხმაური რადაში

დღეს ხმაური იყო რადაში. ოპოზიციური პარტია „სამოპომოჩის“ დეპუტატებმა ტრიბუნის წინ გამოფინეს საპროტესტო პლაკატი წარწერით „უკრაინის მოქალაქის ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არავის აქვს.“ 

„სამოპომოჩის“ დეპუტატი, ეგორ სობოლევი სიტყვითაც გამოვიდა და დაასახელა მიზეზი, რატომ აპირებს კვირას უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მისვლას.  

„მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა ეროვნების გამო არ ჩამოურთმევიათ, არც იმის გამო, რომ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. მიზეზი მისი პრინციპული პოზიციაა. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში მიმართვის დროს გაიხსენა, როგორ დაესხა პირველი თავს რუსეთი საქართველოს და მაშინდელ მაღალჩინოსნებს გამბედაობა არ ეყოთ დაეგმოთ. მინდა ვიკითხო, რას აკეთებს დღეს უკრაინა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც წინ აღუდგა რუსულ აგრესიას უკრაინაში და ბოლომდე იბრძოდა... მივდივარ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად, რომ დაინახოს ყველამ-უკრაინა არამხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკების, არამედ, თავისუფალი და ღირსეული ხალხის ქვეყანაა,“ - განაცხადა ეგორ სობოლევმა.

რადას წევრი აცხადებს, რომ უკრაინა მხოლოდ კორუმპირებული მაღალჩინოსნების ქვეყანა არ არის.

დღის ამბები