26 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა საარჩევნო პროგრამის ორ ძირითად მიმართულებაზე საუბრობს

„დავიბრუნოთ თბილისი, დავიბრუნოთ საქართველო,“ - ეს იქნება დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას, საარჩევნო სლოგანი.

„ჩვენ გვექნება მომვალ კვირას ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო პროგრამა ორ ძირითად ბლოკს მოიცავს, რომლიდანაც ერთ-ერთი სოციალურ პროექტებს ითვალისწინებს.

„ჩვენი პროგრამის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი, ეს იქნება სოციალური პრობლემების მოგვარება დედაქალაქში. მეორე, ეს იქნება ქალაქის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული კრიზისიდან გამოყვანა,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

მან აღნიშნა, რომ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად მისი გუნდი აქცენტს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში ხედავს.

„პრემიები და დანამატები მთლიანად უნდა იქნას ამოღებული ბიუჯეტიდან. არანაირი უცხოელი შემსრულებლების კონცერტები და სხვა მსგავსი ტიპის დანახარჯები ბიუჯეტში არ უნდა იყოს გათვალისიწინებული,“ - აცხადებს კახა კუკავა.

მან აღნიშნა, რომ მისი გუნდი იპოთეკით დაზარალებულებს დაეხმარება. კუკავა აცხადებს, რომ მერია მათ ბინების დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა, მოქალაქეებთან შეთანხმებით მოხდება.

დღის ამბები