11 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
გაერთიანების წინადადებით ყველას მივმართე და ბურჯანაძე დათანხმდა - კახა კუკავა ბურჯანაძესთან ბლოკის შექმნაზე

დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობის შექმნის ინიციატივით ყველა არასაპარალამენტო პარტიას მიმართეს, მათ შორის იყო პატრიოტთა ალიანსიც.

მისი თქმით, ინიციატივით არ მიუმართავს მხოლოდ ქართული ოცნებისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის.

„საქართველოში, სადაც არის არადემოკრატიული გარემო, სადაც ორი პარტია ფლობს ფინანსური, მედია რესურსების და ა.შ. 99 %-ს, ოპოზიციას გაერთიანება ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში არის ასე და საქართველოშიც ერთიანობა იქნებოდა სწორი. ნინო ბურჯანაძე დათანხმდა და მისი პოზიცია თავიდანვე იყო მკაფიო ამ საკითხში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობის შექმნის ინიციატივაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ უარი უთხრა, ზოგიერთი კი საერთოდ არ გამოეხმაურა.

კუკავას თქმით, ერთიან კანდიდატზე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ერთიანი კანდიდატის იდეა შესთავაზეს და ამასთან დაკავშირებით ორი პარტია უკვე შეთანხმებულია.

დღის ამბები