04 მაისი 2024,   22:11
ვრცლად
ლეიბორისტები რუსთავის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პრობლემად წყალმომარაგებას ასახელებენ

ლეიბორისტული პარტიის რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, პაატა ჩალაძის, განცხადებით, რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემა არის წყალმომარაგება.

„3500 ხელმოწერა შევაგროვეთ რუსთავის წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ტარიფის შემცირება. სემეკისგან რეაგირება არ არის. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, რომ რუსთაველებისთვის წყალი და ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს უპირველეს ყოვლისა,“ - განაცხადა პაატა ჩალაძემ.

მისი თქმით, ლეიბორისტების გამაჯვების შემთხვევაში, რუსთავში წყლის პრობლემა მოგვარდება.

დღის ამბები