12 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" facebook-ის გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი ადვოკატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ.

ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდიან.

ბრიფინგი ადგილობრივი დროით 12 საათზე გაიმართება.

დღის ამბები