26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
თბილისში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

თბილისში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ.

მხარეები განიხილავენ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.

სხდომის დასასრულ კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს.

„საქართველოში აქტუალურია საკონსტიტუციო რეფორმის თემა. ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხის გადაწყვეტაში. შევქმნათ კონსტრუქციული ფონი და მხარდაჭერის მექანიზმი, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ამ საკითხს სწორად გადაწყვეტს. ევროკავშირი და ევროპარლამენტი მზადაა საქართველოს დავეხმაროთ, გადაწყვეტილება მოქალაქეების სასიკეთოდ მიიღოს.

ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითარებას. შეშფოთებულები ვართ ახალი ინფორმაციით, სასაზღვრო ზოლზე ბანერების აღმართვის შესახებ. ვიმედოვნებ, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ჩვენ შევძლებთ მომავალში აღვკვეთოთ სასაზღვრო ხაზის გადაწევა და საქართველოს ტერიტორიების ხელყოფა,“ - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმიმ.

დღის ამბები