26 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით ემუქრება

„შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, არ ჰქონდეს სხვა არჩევანი იმის გარდა, რომ მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა“ - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ტრამპმა დღეს ღიად მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრ და ყველაზე რადიკალურ პასუხს გასცემს ფხენიანს. 

„არავის გამოუვლენია იმაზე მეტი სიძულვილი სხვა ქვეყნებისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობისადმი, როგორც ეს გარყვნილმა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა გააკეთა. ის პასუხისმგებელია ჩრდილოკორეელების შიმშილით სიკდილზე, წამებებზე და მკვლელობებზე. დროა, ჩრდილოეთ კორეამ გააცნობიეროს, რომ დენუკლეარიზაცია მისი ერთ-ერთი მისაღები მომავალია. ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო ორი ხისტი რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი რუსეთს და ჩინეთს, რომ საბჭოს დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. დროა, ყველა ქვეყანამ იმუშავოს ერთად, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმის იზოლირება მოახდინოს, ვიდრე ის არ შეწყვეტს მტრულ მოქმედებებს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის ეს გამოსვლა დაემთხვევა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ, თუმცა, ოფიციალურ დონეზე დაუდასტურებელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ განიხილავს ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას, მაშინაც, თუ ის პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ამერიკას და მის მოკავშირეებს.

გაეროში პრეზიდენტის პირველი გამოსვლის დროს ყურადღების მიღმა არც ირანის თემა დარჩენილა.

გვიან საღამოს ის საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა და ესაუბრა საერთო, ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე ირანთან დაკავშირებით. ასევე, თუ როგორ უნდა უპასუხონ და ჩრდილოეთ კორეის მადესტაბილიზებელ ქმედებებს. 

დღის ამბები