26 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
"ჩემი დაკავება იყო უკანონო, წელის არეში მირტყამდნენ, მაგინებდნენ"- ბეჟან გუნავა

„პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი გადაიდო. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის ბრალდებითა იყო დაკავებული, თუმც ამ ეტაპზე ის გათავისუფლებულია.

მიმდინარეობს მტკიცებულებათა გაცვლის პროცესი. გუნავას ადვოკატი, დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

გუნავა წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა.

"ჩემი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. წელის არეში მირტყამდნენ, მაგინებდნენ და ამის შემდეგ ერთ-ერთმა ადამიანმა განკარგულება გასცა, აიყვანეთო.. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქციაზე ბანერების გამოტანის ეშინია,"- განაცხადა ბეჟან გუნავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები