11 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის გახდა შეუძლებელი" - ირაკლი კობახიძე

„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის გახდა შეუძლებელი" - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ მიზეზად, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის არასათანადო მზადყოფნა დაასახელა.

კობახიძე ამბობს, რომ ასეთ კონტრპროდუქტიულ ვითარებაში შეუძლებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის, ეს გახდა შეუძლებელი კონკრეტული გარემოებების გამო და მთავარი გარემოება იყო რა თქმა უნდა, ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ჩვენ 2020 წელს გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ასეთ პირობებში, ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა," - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის მხრიდან დათმობებზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა ბესელია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაზე ძალადობს, არის უსამართლო.

„ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ, რომ კონსტიტუციაზე ძალადობაა ის, რაც ხდება, არის ძალიან უსამართლო, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. ისეთი დათმობები მოხდა ამ მუშაობის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც მე არ მახსოვს ოდესმე ყოფილიყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების დროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები