06 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
წაღვერის ტყეში ისევ ხანძარს ებრძვიან - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

წაღვერის ტყეში ისევ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამ წუთისთვის ადგილზე იმყოფება 300 ადამიანი, ასევე მძიმე ტექნიკა. უკვე გაჭრილია ხანძრამდე მისასვლელი გზები.

ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეინიშნება ძალიან დიდი დაკვამლიანებაც. ასევე არის ცეცხლის ღია კერები.

ამ წუთებში სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. 

დღის ამბები