05 მაისი 2024,   05:57
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ საბურთალოელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, საბურთალოს მოსახლეობას ეკოლოგიური პოლიტიკის შესახებ, საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას სამი მიმართულებით გეგმავს.

პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიური და უსაფრთხოების მიმართულებით.

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი მოსახლეობას დაპირდა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, შეწყდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

კახა კალაძემ საბურთალოს ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილიც წარუდგინა.

დღის ამბები