05 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ქარის გამო წაღვერის ტყეში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

წაღვერის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან. ქარის გამო, დაკვამლიანებამ კიდევ უფრო მოიმატა, გაჩნდა ცეცხლის ახალი კერებიც.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და მძიმე ტექნიკა. ადგილზე შეყვანილია დამატებითი ძალები. არ არის გამორიცხული, ცუდი ხილვადობის გამო, ავიაციამ მუშაობა შეწყვიტოს. 

სოფელ დაბაში საგანგებო შტაბია გახსნილი, საიდანაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მართვა მიმდინარეობს. 

წაღვერის ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. ხანძარი იმ ტერიტორიაზე მძვინვარებს, სადაც ცოტა ხნის წინ სტიქიას ებრძოდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები