26 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
"არ მივესალმებით ძალადობრივ აქტებს"- "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი

"ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს. არ მივესალმებით ძალადობრივ აქტებს, ამიტომ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს გვინდა, მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ,"- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, თეონა ტყემალაძე სოფელ სადახლოში მომხდარ თავდასხმას, რაშიც "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ალი მამედოვი "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატს, როვშან ისკანდაროვს ადანაშაულებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დეტალები დადგინდება.

"ევროპულ საქართველოს" წევრები კი, მარნეულში მომხდარ ინციდენტზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.

"ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ეს პროცესი წავა ყველგან, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ სადაც უჭირთ, სადაც არ გადის მოსყიდვა, ზეწოლა, იქ პირდაპირ ძალადობაზე გადადიან,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები