26 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
მარშით კიევისკენ - სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას 17 ოქტომბერს აანონსებს

უკრაინაში დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებთან ერთად, კიევში ჩასვლას 17 ოქტომბერს აანონსებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში იმ ხალხთან ერთად დაბრუნდება, ვინც პოროშენკოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერების გვერდით ხალხთან ერთად, მოქმედი დეპუტატებიც იდგებიან.

მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ აქციაზე უკრაინის ეროვნული გმირი, ნადია სავჩენკოც მივა. მას პრეზიდენტ პოროშენკოს ბოლო პოლიტიკური ნაბიჯები არ მოსწონს. სავჩენკოს მიაჩნია, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით, პოროშენკომ საკუთარი იმიჯი უფრო დააზიანა, ვიდრე თავად სააკაშვილი.

პეტრო პოროშენკოს ბლოკში ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ. მმართველი გუნდი უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს.

 

დღის ამბები