04 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
კახეთში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

სამი ახალგაზრდა დაჭრეს კახეთში. თელავის რაიონის სოფელ შალაურში დაზიანებები მამაკაცებს ცივი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება.

ექიმების განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება დამნაშავეს, პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე გუშინვე დააკავა. წინასწარი ცნობით, დაჭრას წინ თანასოფლელ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების მიზეზი არ სახელდება.

დღის ამბები