03 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ. ახალგაზრდების განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების გამო, ბიზნეს სკოლიდან უსაფუძვლოდ 25-მდე ადამიანი გაუშვეს.

მათი შეფასებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რეგულაციის შინაარსი არასწორად ესმის. ლექტორების აღდგენისა და ბიზნეს სკოლის დეკანის გათავისუფლების მოთხოვნით, სტუდენტები დღეს აქციის გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები