05 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - უმრავლესობის შეთავაზება და პრეზიდენტის პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ვეტო კონსტიტუციის მხოლოდ 2 პუნქტს დაადოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ.

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, რომ უმრავლესობის შეთავაზება მიიღოს, თუმცა ეს ტექნიკურ ჩასწორებას არ ეხება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თხოვნისა და ინიციატივის გათვალისწინებით, პრეზიდენტი უმრავლესობას და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც პროცესებში ჩართული იყო, კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

„ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16 :00 საათზე სთავაზობს კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტის სასახლეში," - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა საპრეზიდენტო ვეტო კონსტიტუციის მხოლოდ 2 პუნქტისთვის დაედო, რომელიც საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.

დღის ამბები