26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
არჩევნებზე მივალ და ხმას მივცემ არა კალაძეს, ეს იქნება თუ არა ალეკო, დარწმუნებული აღარ ვარ - ნატა ფერაძე

„არჩევნებზე მივალ და ხმას მივცემ არა კალაძეს, ეს იქნება თუ არა ალეკო, დარწმუნებული აღარ ვარ. არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეთ და მეორე ტური უნდა გაიმართოს, თუ მეორე ტურში გავა ალეკო, მას მივცემ ხმას, თუ გავიდა ზაალი, ან ელენე მათ მივცემ ხმას,“ - ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, გააკეთა.

მან მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, რომლის მხარდამჭერიც იყო ფერაძე, საკრებულოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პასიურობის გამო გააკრიტიკა.

„გუშინ ალეკოს ქცევაში ძალიან დიდი შეცდომა დავინახე. ელენე ხოშტარია დარბაზში შეშვებას არ ითხოვდა, როგორც შემდეგ ალეკო ამბობდა, ის ითხოვდა, რომ ეს ორი საკითხი განხილვიდან ამოგვეღო. ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რითიც შეგვეძლო, ქალაქი გადაგვერჩინა. მარტო ელენე კი არ უნდა დაეცვა, ქალაქი უნდა დაეცვა,“ - აღნიშნა ნატა ფერაძემ.

 

დღის ამბები