12 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
კახა კალაძემ დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ტექნო პარკში, დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.

კახა კალაძის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი მიმართულებებისგან შედგება, რომელიც თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთა.

„წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შედგება 7 ძირითადი მიმართულებიდან. ეს არის ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს დღეს ქალაქს. შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომ ეს არსებული პრობლემები იქნეს მოგვარებული,“-აცხადებს კალაძე.

დღის ამბები