12 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა და პროკურატურა დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის შენობა დატოვა. მიხეილ რამიშვილმა დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებთ მოითხოვა. 

პროკურატურამ გამოძიება „შაბათის კურიერში" გასული იმ რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას ეხებოდა.

უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიასაშუალებებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები