04 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კონფერენციაზე სიტყვა შეაწყვეტინეს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს მანჩესტერში გამართულ კონფერენციაზე სიტყვა შეაწყვეტინეს. როდესაც პრემიერი აუდიტორიას მიმართავდა, ახალგაზრდა მამაკაცი მასთან მივიდა და პროტესტის ნიშნად "ფორმა 45" გადასცა, რაც სამსახურიდან დათხოვნას ნიშნავს.

მას დაცვის წევრებმა დარბაზი დაატოვებინეს. პრემიერმა გამოსვლა განაგრძო, თუმცა მას კიდევ რამდენჯერმე მოუხდა ლაპარაკის შეწყვეტა. პრემიერს გაციების გამო ჯერ ხმა წაერთვა, მოგვიანებით კი, სცენაზე დეკორაციის ფრაგმენტიც ჩამოვარდა.

კონფერენციის მსვლელობისას მომხდარი ინციდენტების შემდეგ, აუდიტორიამ პრემიერს თანადგომა ტაშით გამოუცხადა.

დღის ამბები