04 მაისი 2024,   20:42
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, „რუსთავი 2“ წყაროს გათქმას არ აპირებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ მიხეილ რამიშვილის დაკითხვა ვერ მოახერხა, რადგან ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველმა პროცესში მაგისტრი მოსამართლის ჩართვა მოითხოვა.

მთავარმა პროკურატურამ მედიასაშუალებებში ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეთა ჩვენებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „შაბათის კურიერმა“ და მანამდე გადაცემა „რეაქციამ“ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვის ჩანაწერები გაასაჯაროვა.

ადვოკატების მსგავსად, დაკითხვაზე შესაძლოა, ჟურნალისტებიც დაიბარონ. პროკურატურას ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის აუდიო ჩანაწერების გავრცელების წყარო აინტერესებს.

დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე წყაროს დასახელებას არ აპირებს.

„რეაქციის“ ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია დაკითხვაზე დაბარებას ელოდება. 

დღის ამბები