12 მაისი 2024,   09:51
ვრცლად
"დონბასის რეინტეგრაციის შესახებ" კანონპროექტის განხილოვას უკრაინის რადაში დაპირისირება მოჰყვა

"დონბასის რეინტეგრაციის შესახებ" კანონპროექტის განხილოვას უკრაინის უმაღლეს რადაში დაპირისირება მოჰყვა. დოკუმენტის მოწინააღმდეგეებმა პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინეს და პარლამენტარებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი ტექსტში მინსკის შეთანხმების ხსენებას და მისთვის კანონის სტატუსის მინიჭებას აპროტესტებდნენ.

ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

კანონპროექტი, სადაც უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების სტატუსია გაწერილი, პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. დოკუმენტის განხილვას რადაში დღესაც გეგმავენ. 

 

დღის ამბები