11 მაისი 2024,   15:04
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" აქტივისტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პარტიაში "ქართული ოცნებას" ადანაშაულებენ

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "ევროპული საქართველოს" პარტიის აქტივისტზე. შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.

გაერთიანების ახალქალაქ - ნინოწმინდის ორგანიზაცია მომხდარში „ქართული ოცნების“ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ადანაშაულებენ.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ის ქალაქის ამჟამინდელი დეპუტატისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.

მათი ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, არავინ დაუკითხავთ. თუმცა, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები