12 მაისი 2024,   03:23
ვრცლად
შს მინისტრის ბიძაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, თავად მინისტრს კი დანაშაულის მიჩქმალვაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბიძაშვილს, რომელიც ამავე უწყების მაღალჩინოსანია, ქათამაძეების ოჯახი ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ტელეფონით გადაღებულ კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, სწორედ მალხაზ მღებრიშვილი ფიგურირებს.

ჯამბულ ქათამაძე ყვება, რომ მღებრიშვილი მინისტრის სახელით მათ ხშირად აშანტაჟებს. კონფლიქტი მალხაზ მღებრიშვილსა და ჯამბულ ქათამაძეს შორის სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გამო დაიწყო. ქათამაძე ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანმა სცემა.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე მას შემდეგ მივიდა, რაც სარაჯიშვილის ქუჩაზე ჯამბულ ქათამაძემ კუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. მისი თქმით, შსს-ოს მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, რომ მშენებლობა დაებლოკა, რასაც მეზობლებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.

ინციდენტების შემდეგ ქათამაძემ შსს-ოს გენინსპექციას ცხელი ხაზის საშუალებთ მიმართა და მათი უწყების მაღალჩინოსნის მიერ მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესწავლა სთხოვა. თუმცა მისი თქმით, სამინსიტრომ საქმე არ შეისწავლა, რადგან მინისტრმა მისი ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაული მიჩქმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „კურიერს“ ინტერვიუს შეთანხმებაზე უარი უთხრა.

 

 

დღის ამბები