02 მაისი 2024,   18:29
ვრცლად
ელისო კილაძე ირაკლი ჩხვირკიას თავდებში დაუდგა, თუმცა მოსამართლემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა

11-12 მარტს ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა.

პროცესს მხოლოდ ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა, მერაბ ღოღობერიძე კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო დარბაზში ვერ გამოცხადდა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელა. პროკურორები კვლავ ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენას მოითხოვდნენ, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ადვოკატებმა საქმის ახალ გარემოებებზეც ისაუბრეს. ირაკლი ჩხვირკიას პირადი თავდების სახით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაუდგა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარემ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

დღის ამბები