02 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა დევნილებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა

სოხუმიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, გაეცნო.

ბაგებში მცხოვრები სოხუმიდან დევნილები ამბობენ, რომ უკიდურესად მძიმე პირობების მიუხედავად, სოციალური დახმარება მაინც მოუხსნეს.

სოციალური დახმარება სოხუმიდან იძულებით გადაადგილებულ რამდენიმე ოჯახს მეტრომშენის დასახლებაშიც უმიზეზოდ მოუხსნეს.

თბილისში მცხოვრები დევნილების პრობლემებს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, დღეს თავადაც ისმენდა. 

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა დევნილებისათვის განკუთვნილი პროგრამის პრეზენტაცია წყნეთში, სიმბოლურად აფხაზეთის ქუჩაზე, გამართა.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზალიკო უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების გადასაჭრელად, ყოველწლიურად 10 მილიონ ლარს გამოყოფს.

მერიაში კი დევნილების პრობლემებზე მომუშავე სპეციალური სამსახური შეიქმნება, რომელსაც ბესო შენგელია უხელმძღვანელებს. 

ზალიკო უდუმაშვილის ინიციატივის მიხედვით, თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართებიც დაუკანონდებათ.

დედაქალაქში, საერთო ჯამში, 98 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 

დღის ამბები