04 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
ნარმანია "ქართული ოცნების" მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებას გამორიცხავს

თბილისის მერი „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებას გამორიცხავს. დავით ნარმანია "შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიების მობილიზებაზე. ოპოზიცია კი ამ მასალაზე დაყრდნობით გამოძიების დაწყებას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ "კურიერის" მიერ მოპოვებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბაღები და ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებს იყენებენ წინასაარჩევნოდ და აიძულებენ მართველი პარტიის ერთგულებას.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ჩართულია „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებით ბაღების გამოყენებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები