03 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
გონიოში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გონიოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტი გახსნილია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გონიოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში შელაპარაკება ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა. გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი, თვითმხილველებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ახალგაზრდას გულის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პაციენტი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები