03 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა და "ნაციონალების" პროტესტი - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დღეს ბოლო ერთი კვირის განმვალობაში დაფიქსირებული დარღვევები განიხილეს. მათ შორის იყო "კურიერის" ეთერში შაბათს გასული რეპორტაჟები. საუბარია ბაღების დირექტორების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების სიების შეგროვებასთან დაკავშირებით და ასევე, განხილვის თემა იყო დმანისში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ყურანზე დაფიცების ფაქტი.

სხდომა პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს, რასაც მოგვიანებით მათი მხრიდან ბრიფინგიც მოჰყვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. მათ შორის იყო ისნის მეხუთე ოლქის მე-11 საუბნო კომისიის თავმჯოდმარის შესაძლო მუშაობა ძალოვან უწყებაში, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი უარყო უბნის თავმჯდომარემ, ცესკომ და შსს-მ.

ამავე თემაზე
დღის ამბები