26 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
"მძინარე მზეთუნახავი" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას უბრუნდება

კლასიკური ბალეტი „მძინარე მზეთუნახავი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სრული სახით პირველად დაბრუნდება. საბალეტო დასის 166-ე სეზონის გახსნის შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფი ახალ წარმოდგენებზე მუშაობს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული საბალეტო წარმოდგენა სრულყოფილი სახით, თითქმის ნახევარ საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას პირველად დაუბრუნდება.

ჩაიკოვსკის ბალეტის ქართულ პრემიერამდე არა ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა ნინო ანანიაშვილი დასთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად წარმოდგენაზე აქტიურად მუშაობს.

"მძინარე მზეთუნახავი" ერთ-ერთია იმ საბალეტო წარმოდგენებს შორის, რომელსაც დასი ახალი სეზონისთვის ამზადებს, განახლებული "რომეო და ჯულიეტა" და ”ციმბირიდან მოსკოვამდე” დასის რეპერტუარს 2017 და 2018 წლის დასაწყისში შეემატება.

 

დღის ამბები