03 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით, დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა.

მსახიობის ტაძრიდან გამოსვენებისას კი მეგობრებმა და კოლეგებმა ის ტაშით გააცილეს. პანაშვიდე დილიდან ხალხმრავლობა იყო.

პანაშვიდზე, როგორც მსახიობის ახლობლები, ასევე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ყოფილი პრემიერმინისტრი. ბიძინა ივანიშვილი პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

დღის ამბები