30 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში - NDI-ის წარმომადგენლები არასამთავრობოებს შეხვდებიან

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე NDI-ის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია დახურულ შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ. „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ 8 კაციანი შემადგენლობით არის ჩამოსული.

მისია წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას უშუალოდ არჩევნების პროცესში ჩართული პარტიული სუბიექტებისგან მოისმენს.

NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე თვეზე მეტია, მუშაობს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არჩევნებზე დაკვირვებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ. მონიტორინგი კონცენტრირებულია პროცესზე მთლიანობაში და ავლენს სისტემისადმი ნდობას, რაც ისეთი ამბიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო საზოგადოებისთვის საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს თქვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი,“ - განაცხადა ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტმა, პერ გორან ეკლუნდიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციები სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორისაა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ე.წ. ბაღების დირექტორების სკანდალსა და ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტზე.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები