02 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
მიუხედავად მიმდინარე გამოძიებისა, ლავასოღლი სარფის საბაჟოზე უპრობლემოდ გაატარეს

ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ, გათავისუფლებიდან ერთ დღეში საქართველო დატოვა. საპყრობილედან გამოსვლიდან მალევე მინდია გორაძე ჯერ ბათუმში ჩავიდა, შემდეგ კი საქართველო სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. ის ამჟამად თურქეთში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ლავასოღლის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მან საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ის სწორედ ის პირია, რომელთანაც საიდუმლო კავშირში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მინდია გორაძე 2015 წელს მოლდოვაში დააკავეს. ქართული მხარე მის გადმოცემას ითხოვდა და რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა. ერთ-ერთი არის ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, ადამიანების დაშინება და მუქარა. ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდია გორაძეს 9-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მისჯილი ჰქონდა სასამართლოს უპატივცემულობისთვის. გუშინ ეს ვადა ამოიწურა.

სასამართლო პროცესი სხვა საქმესთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ადვოკატის მტკიცებით, ამ პროცესს ლავასოღლი დაესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები