06 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ვაშლიჯვარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაშლიჯვარში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლი, დაახლოებით ერთი საათის წინ, პროფილაქტიკაში გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 7 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ისინი ამ დროისთვისაც ადგილზე რჩებიან. ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში 35-მდე მეხანძრე მაშველი იღებდა მონაწილეობას.

ხანძრის შედეგად 2 ადმიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის მკურნალობას სტაციონარში განაგრძობენ. გარდა ამისა, დამწვარია 2 მანქანა.

ცეცხლი ერთ-ერთ ავტოსახელოსნოს გაუჩნდა, შედეგად ტერიტორია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაკვამლიანებული იყო.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები