06 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თავდაცვის მინისტრი ეწვია. ლევან იზორია ფლორენს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორმხრივი შეხვედრისას კი მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველყოფენ.

„ეს ვიზიტი არის დამატებითი სიგნალი საფრანგეთის მხრიდან, რომ საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორები ვართ. გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო, ასევე ინდუსტრიულ და თავდაცვით სფეროებში. გარდა ამისა, საფრანგეთი სა საქართველო ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად და ჩვენ უკიდურესად მგრძნობიარე ვართ იმ ვითარების მიმართ, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა,“ - აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი.

დღის ამბები